საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 270 პირის
ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 19 პაციენტი, 63 მედიკოსი, 24 მძღოლი, შს სამინისტროს 158 და საბაჟოს 2 თანამშრომელი, ასევე 3 საკარანტინო სივრცეში და ერთი თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1018-ს შეადგენს. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულია 895 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები