საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 271 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 11 და დიალიზზე მყოფი 19 პაციენტი, 32 მედიკოსი, 1 მძღოლი, შს სამინისტროს 198 თანამშრომელი, ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი 10 მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1073-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 907-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები