ახალი ამბები
ენგურის ხიდზე გადმოსული მამაკაცის სწრაფი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია
მამაკაცს, რომელიც დღეს ენგურის ხიდზე გადმოვიდა და Covid 19-ზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა, პირველადი მონაცემებით დადებითი პასუხი აქვს. არსებული ინფორმაციით, ის ენგურჰესის თანამშრომელია და ე.წ. საზღვარი დღეს საღამოს გადმოკვეთა. მას სწრაფი ტესტი ენგურის ხიდთან არსებულ სამედიცინო პუნქტში ჩაუტარდა და ტესტმა კორონავირუსზე სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.

ინფორმაციას ადასტურებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია. მისი განმარტებით, მამაკაცი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც PCR კვლევა ჩაუტარდება, რის შედეგადაც გაირკვევა, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდეს.

"სანამ PCR-ის დასკვნა არ იქნება, არ ითვლება დადებითად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი უარყოფითი იქნება. ბევრი შემთხვევა იყო, როცა მარტივი ტესტით დადებითი გვაჩვენა, ხოლო შემდგომ PCR კვლევით უარყოფითი შედეგი გვქონდა", - უთხრა მან რადიო "ათინათს".

რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე კოვიდ-დადასტურებული ერთი პირი რჩება, რომლის შუალედური პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი გამოჯანმრთელდა თუ არა ის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 6 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.