ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში 299 პირის ბიოლოგიური ნიმუში
გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 15 პაციენტი, 61 მედიკოსი, 5 მძღოლი, შს სამინისტროს 165 თანამშრომელი, ასევე 43 საკარანტინო სივრცეში და 10 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. მათგან 298 ტესტის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს, მას განმეორებითი ტესტირების შედეგად ვირუსის არსებობა კვლავ დაუდასტურდა. შესაბამისად, ის მკურნალობას აგრძელებს.
60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს
გადაიყვანეს. პაციენტი შიდა ქართლიდანაა და სატვირთო მანქანის მძღოლია.
მასალის გამოყენების პირობები