ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 179 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 17 პაციენტი, 45 მედიკოსი, შსს-ს 110 თანამშრომელი, 1 მძღოლი, ასევე 4 საკარანტინო სივრცეში და 2 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.
მასალის გამოყენების პირობები