ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 413 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 413 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 7 და დიალიზზე მყოფი 13 პაციენტი, 321 მედიკოსი, 42 მძღოლი, შს სამინისტროს 6 თანამშრომელი, ასევე 20 საკარანტინო სივრცეში და 4 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 323 მოქალაქე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები