კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეულ 226 პირს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 226 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 8 პაციენტი, 10 მედიკოსი, 25 მძღოლი, შს სამინისტროს 176 თანამშრომელი, ასევე 7 საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 6919, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 251 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები