ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 259 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 259 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 17 პაციენტი, 33 მედიკოსი, 35 მძღოლი, შს სამინისტროს 166 თანამშრომელი, ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი 8 მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 7007, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 280 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები