საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 225 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 10 და დიალიზზე მყოფი 16 პაციენტი, 30 მედიკოსი, 10 მძღოლი, შს სამინისტროს 156 თანამშრომელი, ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი 3 მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 7071, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები