საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 354 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 14 და დიალიზზე მყოფი 7 პაციენტი, 74 მედიკოსი, 11 მძღოლი, შს სამინისტროს 239 თანამშრომელი, ასევე 8 საკარანტინო სივრცეში და 1 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 7166, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 282 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები