მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სოხუმში 235 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს.
26 მათგანს Covid-19 დაუდგინდა. ამავე ცნობით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.
შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 182 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 66 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები