საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 311 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის 180 ბიოლოგიური ნიმუში მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
ყველა პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 7597, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები