საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, მესტიის ნებისმიერი სოფლიდან, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, დაბა მესტიაში მოქალაქეებს გამგებლები ჩაიყვანენ.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუ მოქალაქეს ესაჭიროება აუცილებელი ნივთები და მედიკამენტები, დ. მესტიაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად.
"იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გადაადგილდება მუნიციპალიტეტის ზედა ზონიდან ქვედა ზონის მიმართულებით, ან საპირისპიროდ, მესტიისა და ლენჯერის ტერიტორიაზე, მოქალაქის გატარება მოხდება მხოლოდ პოლიციის მეთვალყურეობით, პუნქტიდან პუნქტამდე გაცილებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა, აღდგენილია სამარშუტო მიკროავტობუსების მოძრაობა.
12 დღის შემდეგ მესტიაში საკარანტინო რეჟიმი დღეიდან ნაწილობრივ
მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები