რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის
მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზით ოკუპირებული აფხაზეთიდან კადმოიყვანეს, ხოლო მეორე ახალგაზრდა ქალია.
„დილის მონაცემებით, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მოგვიანებით გვეცოდინება მათი ზოგადი მდგომარეობის შესახებ“, - თქვა ჯანაშიამ.
ბოლო მონაცემებით, რუხის კლინიკაში ჯამში 9 პაციენტია მოთავსებული. აქედან, 3 კოვიდინფიცირებული ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება, ხოლო ოთხ მათგანს ცხელება აღენიშნება. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, მათ კვლევები დღეს ჩაუტარდება.
მასალის გამოყენების პირობები