აფხაზეთში COVID19-ით ინფიცირების კიდევ 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ,,აბაზა ტვ’’ , ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 194 ადამიანს ჩაუტარდა. ამავე ცნობით ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 29 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 პირი მძიმე მდგომარეობაშია, 9 პაციენტი კი საშუალო სიმძიმის.
1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 359 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 125 პაციენტი განიკურნა, 4 კი - გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები