საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღევანდელი მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1279-ს შეადგენს.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი, ხოლო ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები