ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 440 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, არცერთ მათგანს Covid 19 არ დაუდასტურდა. გამოკვლეულთა შორისაა 19 პაციენტი, მედპერსონალი - 51, კარანტინში მყოფი 4 პირი, თვითიზოლაციიდან -2 ადამიანი, შსს-ს 296 თანამშრომელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 18 პერსონალი, დიალიზზე მყოფი - 29 და ეპიდკერაში მყოფი 21 პირი.
ბოლოს ზუგდიდში კორონავირუსის შემთხვევა 30 აგვისტოს დაფიქსირდა, როცა თბილისიდან
მატარებლით ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს ინფექცია დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები