მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
და ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა და 1315 -ს მიაღწია.
ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმს 6020 მოქალაქე გადის, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 299 პაციენტი იმყოფება.
ინფორმაციისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კოვიდ19-ის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები