სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის 40-მდე კონტაქტი უკვე გამოვლენილია,
ხოლო 75 პირს პისიარ ტესტი ჩაუტარდა. მალხაზ თორიას თქმით, კარანტინში გადაყვანილია ინფიცირებულის 4 კონტაქტი, ხოლო, ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციის პერიოდს 36 ადამიანი გადის.
„კორონავირუსი დაუდგინდა 55 წლის სენაკელ ექიმს, რომელიც კლინიკა "არქიმედესთან" ერთად მუშაობს ფოთის სასწრაფოში. სულ გამოკვლეულია 75 ადამიანი, რომელთა ანალიზის პასუხები იქნება დღის ბოლოს. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა და ველოდებით შედეგებს. დღეს ყველა კონტაქტი დაიტეტსება და პასუხები იქნება საღამოს“, - აღნიშნა თორია.
მისვე თქმით, ამ კონკრეტული შემთხვევის გამო, მუნიციპალიტეტების ჩაკეტვა ან სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები