რუხის კოვიდ მიმღებ კლინიკაში გუშინ კიდევ 6 პაციენტი მოათაავსეს.
საავამდყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა რეგიონიდან შემოიყვანეს. ახალი პაციენტებიდან ორი არასრულწლოვანია.
"ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობს 8 დადასტურებული შემთხვევა. აქედან ახალი 6 პაციენტი. ამ 6 პაციენტიდან 4 არის დაინფიცირებული გურიაში, ერთი არის
სენაკიდან, ერთი კი ქუთაისიდან. რაც შეეხება ახალი პაციენტების ზოგად მდგომარეობას. ამ ეტაპისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის, თუმცა, ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა და მათი დამატებითი კვლევები დღეს არის დაგეგმილი" - აღნიშნა ჯანაშიამ.
კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეყვანილი კიდევ ორი პაციენტი რჩება. მათგან ერთ-ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა, ხოლო მეორე
ახალგაზრდა ქალია, რომელიც ზუგდიდში სტუმრად იმყოფებოდა.
რაც შეეხება ზუგდიდში გუშინ გამოკვლეულ პირებს, 13 ნიმუშიდან 7 კარანტინში, 2 კი თვითიზოლაციაში მყოფი პირია, 1 საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი, 3 ეპიდკერაში ნამყოფი ადამიანი. თითოეული მათგანის პასუხი უარყოფითია.
მასალის გამოყენების პირობები