რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში კიდევ ოთხი კოვიდადასტურებული პაციენტი მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით,
ორი მათგანი
მარტვილის მკვიდრია, ერთი ფოთიდან მეხაძრე-მაშველი, ხოლო ქუთაისის საკარანტინო ზონიდან ერთი პირი შეიყვანეს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და დღის განმავლობაში, ძირითადად, დასავლეთ საქართველოსდან, 5 ხუთზე მეტი პაციენტის მიღებას ელოდებიან.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის,
რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში ერთდროულად 65 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები