წალენჯიხაში, სოფელ ფოცხო-ეწერში Covid 19-ის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია და-ძმა და ისინი ე.წ. თბილისის ქორწილის
კლასტერს მიეკუთვნებიან. ასევე, საეჭვოა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ტესტის შედეგი და როგორც დაავადებათა კონტროლის სამეგრელოს ოფისში ამბობენ, ის ხელმეორედ გაიტესტება. ამავე ცნობით, მათთან უშუალოდ კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.
"რაც შეეხება სენაკში, ფოთსა და მარტვილში დადასტურებულ შემთხვევებს, აქ ეპიდემიოლოგები მუშოაბენ. ამ დრომდე მოძიებულია 100-მდე კონტაქტი და მათი პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია", - თქვა ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ.
მარტვილის შემთხვევის დადგენილი 31 კონტაქტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები