დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ
StopCov-ზე განახლდა.
ამავე ინფორმაციით კარანტინის რეჟიმშია 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1334-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები