რუხის საავადმყოფო: პაციენტებისთვის ადგილები თითქმის აღარ გვაქვს
ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდადასტურებული 28 პაციენტი უნდა გადმოიყვანონ, თუმცა მათ მიღებას რუხის მრავალპროფილური კლინიკა ვერ შეძლებს.
საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, მათ მხოლოდ 7 თავისუფალი ადგილი დარჩათ. ამ დროისთვის აქ 57 კოვიდინფიცირებული და ერთი ცხელების ნიშნით მოთავსებული პაციენტი გადის მკურნალობას.
„დილით გავწერეთ ცხელების ნიშნით შემოყვანილი პაციენტები, თორემ ეს ადგილებიც აღარ იყო, წუხელ უკვე 64 პაციენტი გვყავდა. შესაძლებელია გავფართოვდეთ, თუმცა ამაზე მუშაობა ჯერ არ არის დაწყებული“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯანაშიამ.
ინფორმაციისთვის, რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში ამ დროისთვის ერთდროულად სულ 65 პაციენტის მოთავსება არის შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები