12 სექტემბრის მონაცემებით აფხაზეთში Covid 19-ზე ტესტირება 235 პირს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 30-ს დაუდასტურდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით "აბაზა ტვ" ავრცელებს. ამავე ცნობით ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 59 კოვიდინფიციფრებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 640 შემთხვევა დაადასტურა, საიდანაც 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები