სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 165 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. აქედან, 29 პირი ე.წ. საბერიოს კლასტერის კონტაქტია. გამოკვლეულებს შორის ახალი კორონავირუსი 6 პირს დაუდგინდა,
მათ შორის, 5 საბერიოს მკვიდრია, ერთი კი ფოთის მცხოვრები. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.
"ფოთელ ახალგაზრდა მამაკაცს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი 32-ივე კონტაქტი დადგენილია და არიან თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა თორიამ.
ამ დრომდე, საბერიოში ახალი კორონავირუსი 44 პირს დაუდგინდა, მათი უმრავლესობა ენგურჰესის თანამშრომელია.
მასალის გამოყენების პირობები