აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რეგიონში Covid 19-ის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აფხაზეთში დღეს 172 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში სულ 62 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში 726 პირს დაუდგინდა კორონავირუსი, გამოჯანმრთელდა 192 პაციენტი, 7 კი
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები