ბოლო 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 195 პირს ჩაუტარდა. კვლევის შედეგად ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 78 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 878 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები