ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ყოფილი უნივერმაღის შენობაში მდებარე სავაჭრო ცენტრში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ჯანდაცვის წარმომადგენლები აქ მომუშავე ადამიანებს ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ. როგორც ეპიდემიოლოგებმა გვითხრეს, საქმე ეხება
დადასტურებულ შემთხვევას და იკვლევენ მის ახლო კონტაქტებს.
ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, კოვიდ-19 დაუდგინდა ასაკოვან ქალს, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მესანთლეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ელოდებიან დაზუსტებულ პასუხებს და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები