კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო რუსთაველის #94-ში მდებარე უნივერმაღის ყოფილი შენობა დროებით დაიკეტა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება, ხოლო შენობას დეზინფექცია ჩაუტარდება.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში კოვიდ-19 ორი შემთხვევა
დადასტურდა. ერთი შუახნის მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, ხოლო ასაკოვანი ქალი უმუშევარია.
რადიო
"ათინათის" ცნობით, კოვიდინფიცირებული 72 წლის ქალი ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გალობს და ასევე არის მესანთლე.
მასალის გამოყენების პირობები