კოვიდ19-ით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.
60 წლამდე მამაკაცი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 14 სექტემბერს შეიყვანეს.
ინფორმაციისთვის, დილით კოვიდ19-ით საქართველოში ორი პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები