ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა 
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 728 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან, 17-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ახალი შემთხვევებიდან 14 ზუგდიდში დადასტურდა, 2 მესტიაში, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში დაფიქსირებული ახალი შემთხვევები გუშინ გამოვლენილ ინფიცირებულს უკავშირდება.

რაც შეეხება სვანეთს, კოვიდ-19 ხაიშის სკოლის 2 მოსწავლეს დაუდგინდა, მათი ინფიცირების წყარო მასწავლებელია, რომელიც ქობულეთიდან არის მოწვეული.

"ამ დროისთვის ხაიშის საჯარო სკოლა სრულად გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე, მასწავლების ყველა კონტაქტი შემოწმებულია", -  თქვა მალხაზ თორიამ.

ყველა ინფიცირებული რუხის კოვიდმიმღებ ცენტრშია მოთავსებული.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.