ასოციაცია „ათინათის“ შენობაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა თითოეული ოთახი,
მათ შორის, „ათინათის“ ბაზაზე არსებული საქართველოს სასწავლო ცენტრის - GLC-ის საკლასო ოთახები. ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდა რადიო "ათინათის" სტუდიებს და ტექნიკას.
ასოციაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებს და თავის მხრივ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახალი ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში კორონავირუსი 22 სექტემებრს ორ პირს დაუდგინდა და ამ დროისთვის ინფიცირებულია მათი 18 კონტაქტი.
მასალის გამოყენების პირობები