რეგიონი
ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსზე გუშინ გაიტესტნენ, Covid 19 არ დაუდასტურდათ.
ასევე, კოვიდუარყოფითია საკრებულოს თანამშრომლების ტესტირების პასუხებიც.
ზუგდიდის მერიის 3 თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ. სამივე მათგანი ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.
ამ დროისთვის ზუგდიდში 200-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები