ახალი ამბები
ზუგდიდში მცხოვრებ კიდევ 3 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
26 სექტებერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, გატესტილი 477 ნიმუშიდან, 13 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, 3 ზუგდიდის მკვიდრია, 1 - ფოთში მცხოვრები, 3 - გურია  და იმერეთი, ხოლო 6 ინფიცირებული გალის რაიონიდანაა . ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.

"სამი ინფიცირებული ზუგდიდის მაცხოვრებელია და ე. წ. ოქროს ბირჟის კლასტერს მიეკუთვნება. 1 არის ფოთში მცხოვრები და ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულის მეუღლე. 3 ინფიცირებული გურია - იმერეთი, ხოლო 6 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის და ისინი ე.წ. საბერიოს კლასტერს განეკუთვნება. 69 პაციენტია მოთავსებული რუხის კლინიკაში და გადიან მკურნალობას. მათგან 4 მდგომარეობა არის შედარებით მძიმე. ასევე, ფოთის კლინიკაში მკურნალობს 39 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, 1 სენაკი, 2 ოკუპირებული აფხაზეთიდან", - განმარტა მალხაზ თორიამ.

ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 72 - ს შეადგენს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.