ახალი ამბები
რუხის და ინგირის სკოლის მოსწავლეებს კოვიდ-19 დაუდგინდათ, აქ სწავლა ონლაინ იქნება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ცნობით, ზუგდიდში ახალი კორონავირუსი 14 არასრულწლოვანს დაუდგინდა. აქედან, რამდენიმე რუხის და ინგირის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. ასევე, კოვიდ-19 დაუდგინდა ქალაქის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს, თუმცა მათ სწავლის დისტანციური რეჟიმის გამო სკოლებთან შეხება არ ჰქონიათ. ამავე ცნობით, მოსწავლეები რეპეტიტორისგან დაინფიცირდნენ, რომელიც ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია. აღნიშნული სოფლის სკოლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავა. ასევე, სწავლა ონლაინ რეჯიმში იქნება დიდინეძის სკოლაში, რადგან ამ სკოლასთან შემხებლობა ჰქონდათ ინგირისა და რუსხის სკოლის მოსწავეებს.

„მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, - აღნიშნა თორიამ.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს რეგიონში აღებული ბიოლოგიური ნიმუშებიდან ზუგდიდში მცხოვრებ 15 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დრომდე, სულ რეგიონში 92 მოქალაქეს დაუდგინა ინფექცია.


შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ კოვიდ-19 დიდინეძის სკოლის მოსწავლეებსაც ჰქონდათ დადგენილი, რაც არასწორია. დიდინეძის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც შემხებლობა ჰქონდათ რუხისა და ინგირის სკოლებთან, გატესტილები არიან და მათი ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.