კორონავირუსით გარდაცვლილ 33-ე პაციენტს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 33 -მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გარდაცვლილი 33-ე პაციენტი, 55 წლის ქალია და ის აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის ინფორმაციით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები