საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 796 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 6192-ს მიაღწია. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge არის განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კორონავირუსისგან 796 პაციენტი განიკურნა და მათი რაოდენომა 3120- შეადგენს.
კარანტინის რეჟიმს 5413 მოქალაქე გადის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ სასტუმროებში 869 პირი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები