სოფელ ცაიშის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ უთხრა. მისივე ცნობით, სკოლა უკვე დახურულია და სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
„მძღოლს კოვიდ-19 გეგმიურ შემოწმებაზე დაუდგინდა. სკოლა უკვე დახურულია, მიმდინარეობს კვლევები“, - აღნიშნა თორიამ.
ინფორმაციისთვის, 29 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ბიოლოგიური ნიმუში 577 პირს აუღეს. გამოკვლეული ნიმუშებიდან, ახალი კორონავირუსი
17 პირს დაუდგინდა.
მასალის გამოყენების პირობები