ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფოს სამ მედიკოსს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მათი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს უთხრა, საავადმყოფო, შესაძლოა, დროებით დაიხუროს. ამასთან, ადგილზე ეპიდემილოგები მუშაობენ და დროებით დაწესებულებამ პაციენტების მიღება შეწყვიტა.
მათ გარდა, ჩხოროწყუში ვირუსული ინფექცია ერთი ოჯახის ორ წევრს დაუდასტურდა. ისინი დასასვენებლად საირმეში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, მატ კონტაქტი ინფიცირებულთან სწორედ იქ ჰქონდათ.
სულ სამეგრელოსა და ოკუპირებულ საბერიოში დღეს კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები