ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 67 ახალი შემთხვევა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა 209 პირს ჩაუტარდა და მათგან 69-ს კორონავირუსი დაუდგინდა. 

დღეს გუდაუთის საავადმყოფოში 1960 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. მედიკოსების ცნობით, ქალი კლინიკაში 1 ოქტომბერს სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით მოათავსეს. მას თანმდევი სომატური დაავადებები ჰქონდა. 

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 139 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1659 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 602, გარდაიცვალა 13 ადამიანი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.