ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც,
რამდენიმე კვირაა კოვიდ მიმღები კლინიკაა, კორონავირუსი სამ მედდას დაუდგინდა.
სამივე მათგანი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ მხარის რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკის დახურვა არ იგეგმება.
"სამივე მედდა თვითიზოლაციაშია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ან კარანტინში, ან რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ", - აღნიშნა თორიამ.
ფოთის გარდა, კორონავირუსის დღეს ზუგდიდში
9 პირსა და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ 5 ადამიანს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები