რუხის კლინიკაში ზუგდიდში მცხოვრები 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ყველა მათგანი ზუგდიდის მკვიდრია.
როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ რადიო "ათინათს" უთხრა, მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე 73 კოვიდპაციენტი განაგრძობს, აქედან 17-ის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.
ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით Covid19-ით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 212-ს შეადგენს. რეგიონის საკარანტინო სივრცებში 110 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები