აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 100 ახალი შემთხვევა
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის მონაცემებით, აფხაზეთში ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა 285 პირს ჩაუტარდა და მათგან 100-ს ინფექცია დაუდასტურდა.
ბოლო 2 დღის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. ყველა მათგანს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 129 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, სოხუმის ინფექციურში - 26, ოჩამჩირეში კი 11. რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 19 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid19-ით ინფიცირების 2579 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულია 1167 პაციენტი. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 27 პირი.
მასალის გამოყენების პირობები