ახალი ამბები
ზუგდიდში მცხოვრებ 48 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით გუშინ აღებული 279 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად 65 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან 48 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ზუგდიდში დაფიქსირებული შეთხვევებიდან, 44 უკვე დადასტურებულის კონტაქტებია, ხოლო 4 რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

"სამეგრელოში გამოვლენილი შემხვევებიდან, 4 დაფიქსირდა წალენჯიხაში და სამივე უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1ზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს მოძიება. 1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 2 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ორივე უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან ერთი ტექსტილის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და მიმდინარეობს კვლევა. 2 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ორივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირს, ის უკვე ინფიცირებულის კონტაქია და ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში. 1 შემთხვევა უკავშირდება თბილისის მცხოვრებს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა და აქ გატესტვის შემდეგ დაუდგინდა ვირუსი. 1 შემთხვევა გვაქვს აბაშაში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - განმარტავენ გუბერნიაში.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 109 კოვიდ პაციენტი, აქედან 25-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 1 - ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია, 1 - ქობულეთიდანაა, 1 - ფოთის მაცხოვრებელია, 1 - სენაკელია და 1 -  მარტვილელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ყველა ზუგდიდელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 184 ადამიანი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 6 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.