რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 279 ნიმუშიდან 68-ზე დადებითი პასუხია.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 39 შემთხვევა ზუგდიდში დადასტურდა, 7 ფოთში, 5 ხობში, 7 ჩხოროწყუში, 4 სენაკში, 4 წალენჯიხაში, 1 კი მარტვილში. გარდა ამისა, Covid-19 დაუდგინდა საკარანტინო სივრცეში მყოფ პირს, რომელიც თბილისის მკვიდრია.
"39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 29 კი ცხელებით და სხვადასხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან. 7 შემთხვევა გვაქვს ფოთში, ასევე 7 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 სენაკში, ასევე 4 შემთხვევაა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია. 1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანტინო სივრცეში, რომელიც თბილისში მაცხოვრებელია და კოვიდი დაუდასტურდა", - აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
დღეისთვის რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 114 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი. მათ შორის 6 რუხის, ერთი კი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში 232 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები