რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 358 ნიმუშიდან 69 -ზე დადებითი პასუხია.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. მათგან 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 31 კი ცხელებით და სხვადასხვა გამოვლინებებით სამედიცინო დაწესებულებებში მისული პაციენტი.
"4 შემთხვევა გვაქვს ფოთში, 3 სენაკში, 1-1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, აბაშაში, ხობსა და წალენჯიხაში. ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1 პირს დაუდგინდა ვირუსი. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა", - აღნიშნულია გავცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 120 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ინფიცირებული მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი მათ შორის 10 რუხის, 1 კი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.
საკარანტინო სივრცეში 177 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები