გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 371 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 117-ს კორონავირუსი დაუდასტურდა,
წერს "აბაზა ტვ", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამავე ცნობით, დღეისთვის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 141 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 27 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 17 ადამიანი გაეწერა.
მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 35 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 3567 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1355 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 33-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები