გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 356 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 76-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 100 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 9 ადამიანი გაეწერა. სოხუმის ინფექციურში 30 პაციენტი მკურნალობს, აქედან 3-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 58 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 4581 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2490 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 47-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები