სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 209 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 151 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის 45 საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში 111 ადამიანი იმყოფება.
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-ით ინფიცირების 212 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები